ალექსანდრე რაქვიაშვილი – არ მგონია, რომ იმავე ტიპის შეცდომის განმეორება ახლა სწორი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტის დატოვებას შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ გასულ თვეებში მიღებული გამოცდილება უნდა გამოიყენოს და უფრო ადეკვატური გეგმა შექმნას.
“ჩვენ ხომ ვადამდელ არჩევნებზე ვსაუბრობთ ხომ? “ლელოს” პარლამენტიდან გამოსვლა ვადამდელ არჩევნებს თავისთავად ხომ არ დააჩქარებს? “ლელო” თუ რევოლუციას აწყობს და ამიტომ არ ჯდება პარლამენტში, მაშინ შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ ვიცი, რომ “ლელო” ასე არ გეგმავს.
ვიყავით ბოიკოტში და დასრულდა იმით, რითაც დასრულდა. არ მგონია, რომ იმავე ტიპის შეცდომის განმეორება ახლა სწორი იქნება. პირიქით, ჩვენ უნდა გადავიაზროთ მიღებული გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ადეკვატური გეგმა შევქმნათ”, – აცხადებს რაქვიაშვილი.
ფრაქცია “ლელოს” წარმომადგენლების განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” მაინც შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პარლამენტს დატოვებენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს