
ავტორი
Front News საქართველო
“დამიჭირეთ მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მე გამოვიძიებ და დაგანახებთ, რომ მართალი ვარ. მტკიცებულებების საფუძველზე ვიმსჯელოთ, როგორ არ დავუშვათ ინფლაცია და ათასობით ადამიანის გაღარიბება, რომელიც ინფლაციას მოჰყვება“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატის თქმით, მან დღეს დაარეგისტრირა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა.
“42 დეპუტატისგან მაქვს, ფაქტობრივად, თანხმობა მიღებული. ეს არის ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, როგორ დავასრულოთ ინფლაციის პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, ძალიან ბევრი ადამიანი გაღატაკდა ამის გამო და, რაც მთავარია, ამ პრობლემას აქვს კონკრეტული მიზეზი – ეროვნული ბანკის მიერ არჩეული პოლიტიკა, რომელსაც დედოლარიზაციის პოლიტიკა ჰქვია. კომერციული ბანკების მილიარდობით სუბსიდირება ხდება. ჩვენი კომერციული ბანკები არიან მსოფლიო ლიდერები მოგებით და ამის საფასურია, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
თაგები:
ალექსანდრე რაქვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს