Logo

ალექსანდრე რაქვიაშვილი – “ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რომ დელეგაციაში “ნაციონალური მოძრაობა“ არ ყოფილიყო

პოლიტიკა
16.04.2022 / 00:34
Frontnews image description

“ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რომ დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ყოფილიყო,  – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მისი პარტია მზად იყო უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში თავისი ადგილიც დაეთმოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 

“საბოლოოდ, როდესაც  „ქართული ოცნება“ წამოვიდა დათმობაზე და პაპუაშვილიც გამოჯანმრთელდა, მერე მთელი მოლაპარაკება იმაზე იყო მიმართული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ აღმოჩენილიყო. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რომ დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ყოფილიყო.  ჯერ თქვეს 3 კაციო, მერე 5 კაციო, ქვოტებს ადგენდნენ ისე, რომ რამე გაეკეთებინათ, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ დელეგაციის მიღმა დარჩენილიყო.  

ჩვენ ამას ვხედავდით და ჩვენი მხრიდან, ვახომ თქვა, რომ  ოპოზიციიდან 2 კაციც თუ იქნება,  წავალ, ოღონდ მეორე თუ იქნება ხატია დეკანოიძეო.  ჩვენ ვხედავდით, რომ თამაში მიდის ნაც-ქოცური, ქოცებს ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ რამენაირად ნაცები გამოაგდონ და ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩვენ იმასაც კი ვფიქრობდით, რომ დაგვეთმო ადგილი ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ თქვა არ წავალთ ქოცებთანო “, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

Advertisement