
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის აღქმა როგორც ოპოზიციონერის, ოპოზიციური ლიდერის ან ოპოზიციის გამაერთიანებლის, ძალიან უხერხულად გამოიყურება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნების” დამაზიანებელი არაფერი გაუკეთებია. “მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციურად განწყობილი. შინაარსობრივად მას არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც “ქართულ ოცნებას” დააზიანებს. სალომე ზურაბიშვილის აღქმა, როგორც ოპოზიციონერის, ოპოზიციური ლიდერის, ან ოპოზიციის გამაერთიანებლის ძალიან უხერხულად გამოიყურება. მთელი ოპოზიცია ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი “ლელოს” გარდა”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროევროპულ პარტიებს ერთი ქოლგის ქვეშ იწვევს. ამ დრომდე უცნობია, პარტია “ნაციონალური მოძრაობა’’ და “ლელო’’ იქნებიან თუ არა ამ გაერთიანებაში, “გირჩი’’ და პარტია “მოქალაქეები’’ კი თავად არ აპირებენ ამ პროცესში ჩართვას.
თაგები:
ალექსანდრე რაქვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს