
ავტორი
Front News საქართველო
“ვეტინგის” იდეა არც კი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის იდეას, ეს არის რეფორმის იმიტაცია, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრმად მიჰყვებიან და რეალურად, მათ არ აქვთ იდეები სასამართლოსთან მიმართებით გადასადგმელი ნაბიჯებისთვის.
“ოპოზიციის ნაწილს, რომელიც “ვეტინგის” სისტემას ითხოვს, უბრალოდ, იდეები არ აქვს, რა უქნას სასამართლოს და ბრმად აჰყვა “ენჯეოშნიკებს”, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე ჩააგდეს სასამართლო რეფორმა.
“ვეტინგის” იდეა არც კი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის იდეას, ეს არის რეფორმის იმიტაცია. სასამართლო, რომ შეიცვალოს, მას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
თაგები:
ალექსანდრე რაქვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს