ალექსანდრე წულაძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“უმძიმესი დღეა, ჩვენი ქვეყნისთვის – გუშინ ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ამ განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია.
ვუსამძიმრებ და მძიმე წუთებში გულითად თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლეა – ეს ტრაგედია ჩვენთვის და სრულიად საზოგადოებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. სამძიმარს ვუცხადებ სკოლას, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
თაგები:
ალექსანდრე წულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს