Logo

ალექსეი არესტოვიჩი – მივმართავ რუს დედებს, ნუ გამოუშვებთ თქვენ შვილებს უკრაინაში, სჯობს პუტინის რეჟიმს რუსეთში დაუპირისპირდეთ

უკრაინა
1056
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს დედებს მიმართა და მოუწოდა, არ გაუშვან შვილები პუტინის დაწყებულ ომში.

 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ბრძოლის წინა ხაზზე წვევამდელების გაგზავნას გეგმავს.

 

“რუსეთში პირველი აპრილიდან გაწვევის ახალი კამპანია იწყება. როგორც უკრაინის დაზვერვისთვისაა ცნობილი, რუსეთის შეიარაღების ძალებში მნიშვნელოვნად შემცირდა კონტრაქტორების რაოდენობა. იგეგმება წვევამდელების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, ნუ გამოუშვებთ მათ უკრაინაში დასახოცად. ეს ომი რუს ხალხს არაფრად სჭირდება, არაფერში არგებს. ეს ომი პუტინმა დაიწყო და მის რეჟიმს სჭირდება მხოლოდ. თქვენ კი სჯობს მის რეჟიმს რუსეთში დაუპირისპირდეთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

Advertisement