Logo

ალექსეი გონჩარენკო – უკრაინია იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს ხელისუფლება კი ისეთ პოზიციაში დგას, გეგონება ეს მათ არ ეხებათ

პოლიტიკა
1374
Frontnews image description

გაკეთდა ევროკავშირიდან განცხადება, რომ  საქართველოსა და უკრაინის განცხადებები იქნება ცალ-ცალკე განხილული. გასაგებია რატომაც, უკრაინია იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს ხელისუფლება კი ისეთ პოზიციაში დგას,  გეგონება ეს მათ არ ეხებათ,  – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრესორის გვერდით დგას, რითაც ანადგურებს  ქართულ სახელმწიფოებრიობასა და მის მომავალს.

 

“პრობლემა მხოლოდ იმაში არ არის, რომ ქართული მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ქართველი ხალხის ნებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას,  ფაქტობრივად, ანტაგონისტურია მათი დამოკიდებულება. როგორც ვხედავთ, პირიქით, უფრო ინტენსიურს ხდის ქართული ხელისუფლება რუსეთთან ვაჭრობას, მაგრამ ამით, იგი ანადგურებს ქართულ სახელმწიფოებრიობასა და მის მომავალს.  დღეს ყველა აკეთებს საკუთარ არჩევანს, თუ ვის მხარეს იდგება.  არის ცივილიზებული სამყარო, სადაც არის ევროპა და სხვა ქვეყნები, სამწუხაროდ, თავისუფალი სამყაროს მხარე არ აირჩია ქართულმა მთავრობამ. 

 

დღეს როდეაც უკრაინა დაჩქარებული წესით შედის ევროპაში, გაკეთდა ევროკავშირიდან განცხადება, რომ ეს ორი განცხადება საქართველოსა და უკრაინის იქნება ცალ-ცალკე   განხილული. გასაგებია რატომაც, უკრაინია იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს ხელისუფლება ისეთ პოზიციაში დგას,  გეგონება ეს მათ არ ეხებათ, რეალურად, აგრესორის გვერდით დგას, ეს ძალიან ხელს შეუშლის ქართველი ხალხის ინტეგრირებას ევროპაში“, –  – განაცხადა გონჩარენკომ ტვ „პირველთან“ საუბრისას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები