ალექსეი რეზნიკოვი – უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება, შემდეგ იქნება ლოჯისტიკური კოლაფსი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მტერს უკრაინაში სამხედრო რესურსი ეწურება, რასაც ლოჯისტიკური კოლაფსი მოჰყვება.
“უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება, შემდეგ იქნება ლოჯისტიკური კოლაფსი. ამის გამო იზრდება მტრის ტყვედ ჩაბარების ტენდენცია. და ესენი არიან არა მარტო ჯარისკაცები, არამედ მთელი ოცეულები. მათ უკვე ესმით, რომ ათასობით მათი თანამებრძოლის ცხედრები, რომლებმაც „წვრთნებში“ 200 ქულა აიღეს, უცხო მიწაზე რჩება.
მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის ისინი „საზარბაზნე ხორცი“ არიან, მასალა მისი იმპერიული ოცნების მიღწევისთვის. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა, რომ ისინი გაყიდეს“, – აცხადებს რეზნიკოვი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს