
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის მხრიდან სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა.
ალექსი ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ სუსის უფროსი არ იქნება დასანქცირებული.
“არ არის დასანქცირებული. მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება დასანქცირებული, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ გადაგვიმოწმებია, დანამდვილებით გეუბნებით, რომ არ იქნება”, – აცხადებს ბატიაშვილი.
“ფორმულას” ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო სანქცია სუსის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილსაც შეეხო.
თაგები:
ალექსი ბატიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს