ალექსი პეტრიაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორები ელოდებიან 26 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას


ავტორი
Front News საქართველო
თუ ივანიშვილი ეცდება საქართველოს მოქალაქეების არჩევნების მიტაცებას და ავტოკრატიის დამყარებას საქართველოში, მაშინ გაცილებით უფრო მძიმე ზომები იქნება პერსონიფიცირებულიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
“განხილვაში არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორები ელოდებიან 26 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას. თუ ივანიშვილი ეცდება საქართველოს მოქალაქეების არჩევნების მიტაცებას და ავტოკრატიის დამყარებას საქართველოში, მაშინ გაცილებით უფრო მძიმე ზომები იქნება პერსონიფიცირებულიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის იქნება საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

ნიკა მელია – მთავარია, ყველას გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ცალი მანდატი 26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია

ალექსი პეტრიაშვილი – ეროვნულ დონეზე გერმანიის მხრიდან სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია

გიორგი ბარამიძე – 26 ოქტომბერს მიიღებ ძალიან დიდ პანღურს ქართველი ხალხისგან, ვის გგონია, რომ შეაშინებ?!