ალექსი პეტრიაშვილი – ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა ცხადია, აღარავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ ახორციელებს რუსეთის დავალებებს, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
“ძალიან მძიმეა შედეგები, ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა ცხადია, აღარავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ ახორციელებს რუსეთის დავალების საფუძველზე ყველა იმ განცხადებას, ყველა იმ ნაბიჯს, რასაც რუსეთიდან მიიღებენ.
ვნახავთ მოსკოვის სხვა ოფიციალური პირების განცხადებებს, რომელიც მოიწონებს “ქართული ოცნების” პოზიციას და თავის განწმენდის რეჟიმში იქნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ ის არასდროს არ იწყებს ომს”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა