ალექსი პეტრიაშვილი – მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5 000-ლარიანი ჯარიმით


ავტორი
Front News საქართველო
მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5 000-ლარიანი ჯარიმით, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს სამართალთან კავშირი არ აქვს.
“ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული მორიგი ცირკი იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ ცირკის მსახიობები – შემსრულებლები, შსს-ს ე.წ. წარმომადგენელი ამ როლს უნიჭოდ ასრულებდა. ამ შენობას კი ჰქვია საქალაქო სასამართლო, მაგრამ ამას სამართალთან და სასამართლოსთან არ აქვს საერთო. მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5 000-ლარიანი ჯარიმით”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რონდელის ფონდის მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოართვა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

ანრი ოხანაშვილი – ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს

ალექსი პეტრიაშვილი – ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში ცალკეულ პოლიტიკოსებს აქვთ მცდელობა, რომ სწრაფი შეთანხმება შედგეს

მაია ბითაძე – სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა 5 პროცესი ერთმანეთს, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია