ალექსი პეტრიაშვილი – ყველა განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს მხარდაჭერა იქნება უწყვეტი

ავტორი
Front News საქართველო
აშშ განაგრძობს საქართველოს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და განვითარების პროცესში, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
“რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და განვითარების პროცესში.
ყველა განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს მხარდაჭერა იქნება უწყვეტი და ურყევი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
საქართველოს ყოველთვის აქვს ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ისგან”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი




