ალექსი პეტრიაშვილი – საჭიროა ბოლომდე დგომა და ბოლომდე ბრძოლა, რათა საქართველო არ ჩარჩეს რუსეთის უკანა ეზოში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ჯარიმების ხარჯზე უნდა შეივსოს ბიუჯეტი და დაფინანსდეს ის სტრუქტურები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კვლავ მზადაა აწამოს, სცემოს და დაარბიოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ბოლომდე დგომა და აქციების გაგრძელება.
“საჭიროა ბოლომდე დგომა და ბოლომდე ბრძოლა, რათა საქართველო არ ჩარჩეს რუსეთის უკანა ეზოში და საქართველომ გაიკვლიოს გზა ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსკენ.
ყველაზე სერიოზული წუხილის საგანი ის არის, რომ ჩვენი ჯარიმების ხარჯზე უნდა შეივსოს ბიუჯეტი და დაფინანსდეს ის სტრუქტურები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კვლავ მზადაა აწამოს, სცემოს და დაარბიოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, მაგრამ ეს ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დრაკონულია თანხაც და შეუსაბამოა ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მოქალაქეები მაინც ურყევად ვდგავართ აქციაზე, გავაგრძელებთ დგომას და ეს დაშინების მცდელობები, რეალურად უძველდება რეჟიმს და ხედავენ, რომ პროტესტი არ ცხრება”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

სალომე სამადაშვილი – არ შედგება ეს ამბავი, საქართველო არასდროს არ დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს, ვიბრძოლებთ ბოლომდე

ალექსი პეტრიაშვილი – უკრაინელები არ იბრძვიან იმისთვის, რომ ლავროვისა და პუტინის ულტიმატუმებზე დათმონ ერთი მტკაველი მაინც

ზელენსკი – იბრძოლეთ, რომ არ დაიღუპოთ, დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებსა და მოედნებზე, რომ შემდეგ მთებსა და ტყეებში არ მოგიწიოთ საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლა