ალექსი პეტრიაშვილი – უფრო მასშტაბურ სანქციებამდე მივალთ, ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია


ავტორი
Front News საქართველო
მე შემიძლია, გადაჭრით გითხრათ, რომ ევროკავშირის სურვილის მქონე ქვეყნების გაერთიანება მიიღებს გადაწყვეტილებას სანქციების სხვადასხვა მექანიზმის ამოქმედებაზე, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უფრო მასშტაბური სანქციებია მოსალოდნელი.
“უფრო მასშტაბურ სანქციებამდე მივალთ. ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინა დებატებზე ევროკომისრის ხისტი და პრინციპული გამოსვლა. ეს არის სერიოზული გზავნილი ევროპელი ბიუროკრატების და დიპლომატებისთვის.
მე შემიძლია, გადაჭრით გითხრათ, რომ ევროკავშირის სურვილის მქონე ქვეყნების გაერთიანება, იქნება ეს ეროვნულ დონეზე, თუ ევროკომისია, მიიღებს გადაწყვეტილებას სანქციების სხვადასხვა მექანიზმის ამოქმედებაზე”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ორშაბათს, 27 იანვარს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს