ალექსი პეტრიაშვილი – ვერავითარი მუქარები და კამპანიის ჩაშლის მცდელობები ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ცვლილება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება უნდა განხორციელდეს 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მუქარა ვერ შეცვლის პროცესს, რასაც ხელისუფლების ცვლილება ჰქვია.
“საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება უნდა განხორციელდეს 26 ოქტომბერს. ზოგადად, ის, ვინც არ არის ცვლილებისთვის მზად, არის ის ვიწრო ჯგუფი სახელისუფლებო და მისი მხარდამჭერების ძალიან მცირე რაოდენობა, მაგრამ მათი მხრიდან, ხელის შემშლელი ქმედებები, ვერავითარი მუქარები და კამპანიის ჩაშლის მცდელობები ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ცვლილება”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს