
ავტორი
Front News საქართველო
ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა საქართველოს მთავრობას. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ვიღებდით მონაწილეობას. ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
თაგები:
ალი ასადოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს