ალიევი – ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში, მათ რაში სჭირდებათ ჩვენი მედიის დაფინანსება?


ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება.
ამის შესახებ ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“ბაიდენის ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთო. ჩვენ ვპასუხობთ, მადლობა, არ გვინდა. ისინი გვეუბნებიან, „არა, ჩვენ მაინც გვინდა“. მათ აქვთ ასეთი სტრუქტურა “იუესაიდი“, რომელსაც სურს დახმარება, მაგრამ, რატომღაც არა იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “იუესაიდი“ პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდეს.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა USAID შეიძლება საერთოდ გააუქმოს.
მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, აეკრძალა “იუესაიდის“ საქმიანობა სწორი იყო.
“აზერბაიჯანული მედია უცხოური წყაროებიდან არ უნდა ფინანსდებოდეს, თუნდაც 1%-ით. და რატომ უნდა ფინანსდებოდეს? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში. მათ რაში სჭირდებათ ჩვენი მედიის დაფინანსება?”, – განაცხადა ალიევა.
თაგები:
ილჰამ ალიევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს