ალიევის მრჩეველი – ნიღაბი მოხსნილია, აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის.
“სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა განიცადა სისხლიანი ეთნიკური წმენდა, აშშ აგრესორი სახელმწიფოს, სომხეთის გვერდით იდგა. დღეს, იგივე პოლიტიკა გრძელდება, იგივე ფორმით და გამოხატულებით. აკადემიურ ან პროფესიონალურ მიუკერძოებლობაზე პრეტენზია არასწორი იქნებოდა, რადგან უნივერსიტეტში “ადამიანის უფლებების“ პრაქტიკის პროფესორი სამანტა პაუერი თავის პროპაგანდისტულ წიგნში „პრობლემა ჯოჯოხეთიდან: ამერიკა და გენოციდის ეპოქა“ სრული დუმილით შემოიფარგლა უდანაშაულო აზერბაიჯანელი მოქალაქეების წინააღმდეგ სომხეთის მიერ ჩადენილ გენოციდთან და სისასტიკეებთან დაკავშირებით. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს, მას არასდროს გაუბედავს, დაეყენებინა აზერბაიჯანელი ლტოლვილებისა და დევნილების მძიმე მდგომარეობის საკითხი და არასდროს მოუთხოვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება, სომხეთის ოკუპაციის დაგმობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
აზერბაიჯანოფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია, მექრთამეობა და პოლიტიკური სპეკულაციები ე.წ. “ავრორას პრიზის“ ქვეშ ალბათ წარმოადგენდა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს რუბენ ვარდანიანსა და სამანტა პაუერს შორის. ნიღაბი მოხსნილია, აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის“, – წერს ჰაჯიევი.
თაგები:
ილჰამ ალიევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს