ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება


ავტორი
Front News საქართველო
მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ცვლილება შევა ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა.
კანონპროექტის პირველად ვერსიაში, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული იყო 300 ლარიანი ჯარიმა.
კანონპროექტის თანახმად, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 600 ლარისა.
თაგები:
ჯარიმა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს