
ავტორი
Front News საქართველო
“ალტ-ინფოს” პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” სასამართლომ 218 ათასი ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ადასტურებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მათ წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა.
აუდიტის სამსახური პარტიის წინააღმდეგ ორ საკითხს აყენებდა: სადავო იყო 2021 წელს შევსებული დეკლარაცია. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არასწორად იყო შევსებული – პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია, სწორედ ამ დროის გაიხსნა “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისები;
საუბარი იყო ასევე არაფულადი შემოწირულობების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულობებზე – ბრენდირებული მასალის დაბეჭვდასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე.
სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და პარტიას სავარაუდოდ, დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა.
თაგები:
ალტ ინფო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს