“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ქობულეთში აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ხმაური და დაპირისპირებაა ქობულეთში, სადაც პრორუსული ორგანიზაციის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის მონაწილეები ადგილზე უკრაინის დროშებით და ბუშტებით მივიდნენ, აცხადებენ, რომ პრორუსული და მოძალადე ორგანიზაციის ადგილი მათ ქალაქსა და ქვეყანაში არ არის.
პრორუსული ორგანიზაციის ოფისთან პოლიციის კორდონი დგას, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ძალადობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის, კორდონი გაერღვიათ და თავს აქციის მონაწილეებს დასხმოდნენ.
ადგილზე მიმდინარეობს დაკავებები, პოლიცია აკავებს როგორც აქცის, ისე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს