
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის რეზოლუციები თავის ავტორიტეტს, ძალას სულ უფრო კარგავს, რადგან მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებსა და რეალობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში ხვალ იგეგმება.
“სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები უადგილოა, რადგან პროცესი სამართლებრივ ჭრილშია. ადვოკატები ამბობენ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ფაქტების დამახინჯება ხდება ისევე, როგორც სრულიად აბსურდულია ის კამპანია, რაც გაჩაღებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანია ორკესტრირებული შეტევა ადამიანზე, რომელიც ქვეყნისა და ხალხის გვერდში მდგომია.
ეს იმ ფონზე ხდება, როცა ყველა კარგად ხედავს, რატომ ებრძვიან ივანიშვილს. ხედავენ, რომ ის შეუპოვრად დგას საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით და ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაური.
თაგები:
ალუდა ღუდუშაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს