
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ომახიანად საუბრობს სხვადასხვა თემაზე, თუმცა “ბუნებრივად მშიშარა და მხდალია”.
“დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ოპოზიიციდან ჩვენი კოლეგა, რომელიც პირადად მე მაგონებს ჩემს ბავშვობაში მულტფილმს „თაგვი და კატა“, რომელსაც ორგანულად ეშინოდა და ითხოვდა, სურვილი ჰქონდა, რომ როგორმე… აი, გახდა ლომი, მაგრამ, ბუნებრივია, მაინც ეშინოდა კატის.
ჩვენთან არის ეგეთი დეპუტატი – გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს ომახიანად სხვადასხვა რაღაცაზე, მაგალითად, რომ ვიომოთ, გვასწავლის, როგორი მაგარი არის, როგორი მებრძოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა საკუთარ კოლეგებთან, სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. დიახ, ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში.
ბატონო გიორგი, ჩვენ ცემას ნამდვილად არ გიპირებთ, მაქსიმუმ, თუ ვინმემ შეიძლება, გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე, ამიტომ მაგისი გეშინოდეთ. ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ აი, ამ ტინგიცობასა და შეურაცხყოფაზე, გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ – სად თქვენ და სად ჩვენ, ამიტომ შეეგუეთ ამ რეალობას“, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძეს.
თაგები:
ალუდა ღუდუშაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს