Logo

“ამ ადამიანების საქციელი არის კაცის კვლა, მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ”

საზოგადოება
881
Frontnews image description

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა აცხადებს, რომ როდესაც ადამიანი რწმენაში მტკიცეა, მას ვერანაირი მტერი ვერ მოერევა.

"დღესაც ძალიან შეჭირვებულია ჩვენი ერი და თითქმის დამარცხებულია, ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი მიტაცებულია, ხალხი დევნილად არის ქცეული თავის ქვეყანაში, უამრავი ადამიანი უცხოეთშია წასული იმისათვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს და სხვასაც დაეხმაროს, თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრისთვის ამოიწურა დრო იქ ყოფნისა და დროა, უკან დაბრუნდნენ, იმიტომ, რომ ადამიანი გაუმაძღარია, დღეს ერთს იშოვის, ხვალ მეტი უნდა და ბევრი ადამიანი ასეთ განცხრომაში ჩავარდა, და თუ არ ჩამოვა და თავის ქვეყანას არ დაეხმარება, იქედან ყიჟინი – ასე მოიქეცით, ისე მოიქეცით, ვერაფერი ხეირი იქნება ჩვენი ერისთვის. 

წმინდა გიორგის მეოხება და რაინდული შემართება ჭირდება ჩვენ ხალხს, რომ გავიმარჯვოთ ჩვენ მტერზე, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ჩვენზე გაცილებით ძლიერია შეიარაღებით, მაგრამ მთავარი ეს არ არის, ჩვენი მთავარი იარაღი ქრისტეს სარწმუნოებაა. ახლა ჩვენში რწმენა არ არის ძლიერი და ყველანაირი მტერი გვერევა, როგორ შეიძლება ადამიანს აღდგომას ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრების შეგეშინდეს, თუ რამე არ გინდათ, რომ დაგემართოთ, უნდა გაბედოთ და მოხვიდეთ ტაძარში, ღვთის მადლით შეიმოსოთ და ეშმაკი ვერ მოგეკარებათ, 

დავაკვირდეთ რა ხდება დღეს საქართველოში, რაღაც ჯგუფი არის ხმალმომარჯვებული და ეწინააღმდეგება პატრიარქს, ლანძღავს, აგინებს სამღვდელოებას, ამ ადამიანების საქციელი არის კაცის კვლა. მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ისე მოვექცეთ, რომ ჩვენი საქციელით არ მოვკლათ. სახარების სიტყვები, მოვა დრო, ადამიანები მოგკლავენ და ეგონებათ, ღმერთს ემსახურებიან – ეს დროა, ახლა. ეს ვირუსიც შექმნილია იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანი დაწყვიტონ, იმიტომ, რომ ვიღაცას უშლის ხელს ეს სიმრავლე ადამიანებისა, და ეს ადამიანები მოდიან ღვთის სახელით, ასეთი სახიფათო დროა დღეს", – აცხადებს მეუფე საბა.
 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები