Logo

“ამ აქციას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, არც არანაირადაა საინტერესო”

საზოგადოება
969
Frontnews image description

ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს არის პოლიტიკური პარტიების პროტესტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა შეიტანოს.

"ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ის სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც მაქვს დღეს და გულწრფელად რომ გითხრათ, ამ აქციას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, არც არანაირადაა საინტერესო. ერთადერთი, რაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის სტანდარტი, რასაც ჰქვია აზრის გამოხატვა, იყოს დაცული და ჩატარდეს მშვიდობიანად. ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს არის პოლიტიკური პარტიების პროტესტი", – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

თაგები:

Advertisement