Logo

“ამ ჩარჩო ხელშეკრულების გარშემო საუბარი, აუცილებლად მოუწევს “ქართულ ოცნებას”

საზოგადოება
1513
Frontnews image description

"ის რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთლიანად უმრავლობას, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს"- ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

"ეს დააზიანებს არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ქვეყანასაც. ეს არ იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა. შეთანხმების პუნქტები, რომლებიც გუშინ იყო წარმოდგენილი, გულისხმობს ვადამდელ არჩევნებზე საუბარს და ნიკა მელიასა და რურუას უპირობო გათავისუფლებას. ჩვენი ძირითადი დიალოგის მთავარი ნაწილი იყო ის, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე უნდა იყოს ნიკა მელია წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. შესაბამისად, ამ ჩარჩო ხელშეკრულების გარშემო საუბარი, აუცილებლად მოუწევს "ქართულ ოცნებას"-განაცხადა დეკანოიძემ.

ხელისუფლების ოპონენტები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გეგმავენ შეკრებას.

ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ხელისუფლება არ აპირებს და არც ნიკა მელიასთან დაკავშირებით, კანონის აღსრულებაში ჩაერევიან. მისი თქმით, მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო და ამ გზით გაათავისუფლონ ის.

თაგები:

Advertisement