
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე დასავლეთისთვის საჯაროდ უარის თქმა ივანიშვილის გუნდს, მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება.
"მათი საზრუნავია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. ამ ამოცანისთვის ისინი საფრთხედ მიიჩნევენ საერთაშორისო ჩართულობასაც და მოკლედმხედველები არიან. ვერ ხვდებიან, რომ ამ დამოკიდებულებით ამძიმებენ ქვეყნის მდგომარეობასაც, რაც მათ ნაკლებად აღელვებთ, მაგრამ საკუთარ მომავალ ბედსაც. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ღია სიგნალეს უგზავნიან, რომ თავი დაგვანებეთო, ეს ურთიერთობებზე რა თქმა უნდა, კარგად არ აისახება", – აცხადებს ბოკერია.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს დროის დაკარგვას მოლაპარაკებებში. აღნიშნული განცხადება პრემიერმა, ქვეყნიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის წასვლიდან ერთ დღეში გააკეთა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს