ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულია 40-ზე მეტი და დაჭრილია ათეულობით ადამიანი

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა დაასახელეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 40-ზე მეტი და დაჭრილია ათეულობით ადამიანი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ბრიფინგის დროს განაცხადა.
პრეზიდენტმა მსურველებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
“ვიცი, რომ ამ მომენტისთვის 40-ზე მეტი დაღუპულია, დაჭრილია ათეულობით“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ცნობილია, რომ დაღუპულია 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, ინფორმაცია ზუსტდება.
თაგები:
უკრაინა




