
ავტორი
Front News საქართველო
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 15 მაისს, მთელი საქართველო და მსოფლიო ცენტრალურ მოედანზე დროშების ფრიალს იხილავს და ახალ ისტორიას დაწერს.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლა რომ გიყურებთ, მგონია, რომ გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა ის ცნობილი სტრიქონები: "გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა". ამ დროშების ფრიალს მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, 15 მაისს იხილავს საქართველოს ცენტრალურ მოედანზე იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის რეალური დასრულება. მოლაპარაკებებით, ჩხირკედელაობით, პროექტების შეცვლით, ხელშეკრულებების მრავალნაირობით ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოვიდა, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ამ მიმართულებით სიარულს და ეს სახალხო- საპროტესტო მოძრაობა, რომელიც წინ გველოდება, დაწერს რეალურად საქართველოს ისტორიას", – განაცხადა ნათელაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს