Logo

“ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო”

საზოგადოება
1305
Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის მდგომარეობა, რომელსაც აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა, 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით. მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის", – განაცხადა ტიკარაძემ. 

მისივე თქმით, შემდეგი 24 საათი პაციენტისთვის დინამიკის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

თაგები:

Advertisement