ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 55 573, მძიმე პაციენტია 1 584

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 55 573, საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 189, აჭარაში – 1 011, იმერეთში – 1 184.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში – 669, აჭარაში – 161, იმერეთში – 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 213, აჭარაში – 40, იმერეთში – 27.3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 – თბილისში, 1 183 – აჭარაში.
44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 451, პირი, აჭარაში – 7 541, იმერეთში – 4 183.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 42 744 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 585 პირი, გარდაიცვალა 73, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.40%
თაგები:
კორონავირუსი




