Logo

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 კოვიდინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 212

საზოგადოება
800
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 438, იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 152, შიდა ქართლი – 132, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 139, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 836, აჭარაში – 516, იმერეთში – 660. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში – 463, აჭარაში – 81, იმერეთში – 245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 3, იმერეთში – 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 – თბილისში, 504- აჭარაში. 

 

20 402  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები