Logo

“ამ კრიზისის დაძლევაში, სოლიდარობა გვჭირდება როგორც არასდროს”

საზოგადოება
744
Frontnews image description

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა.   

"საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაშიც გაყოფილია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს. 

ამ კრიზისის დაძლევაში, სოლიდარობა გვჭირდება როგორც არასდროს. ერთიანი ძალისხმევა რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლება, ინვესტიციების მოზიდვა და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ სოცილაურად დაუცველი ფენებს ჩვენი საზოგადოებისა.  

ამ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან  დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის  ვხვდებით "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე დაპირსიპირება.

ერთის მხრივ ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.

მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო-დამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს. 

ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის. 

სასურველია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას  ენერგეტიკის მიმართულებით. 

ასეთი მსჯელობა  მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის", – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები