Logo

“ამ მოცემულობაში მაინც გვიწევს ამ სირიზონებთან საუბარი”

საზოგადოება
1367
Frontnews image description

"სიტყვების თამაში და ჩვეულებრივი უტიფარი ჟონგლირება", – ასე აფასებს ირაკლი კობახიძის კომენტარს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა.

"ახლა ასე მეც შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერშიფი არის ძველი ქართული სიტყვის მნიშვნელობით "სირები" და ეს არის მოცემულობა, მაგრამ ამ მოცემულობაში მაინც გვიწევს ამ სირიზონებთან საუბარი. აი, დაახლოებით ასეთი ლოგიკაა. მოცემულობა რას ნიშნავს? მოცემულობას, რომელიც მათ დააყენეს ხომ? როდესაც 23 თებერვალს, ძალადობრივად, შტურმით აიღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი და მისი თავმჯდომარე დააპატიმრეს გავრილოვის ხარკის არგადახდის გამო. ამას აკეთებს პუტინი, მეტი არავინ", – განაცხადა უგულავამ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მოცემულობაა ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

თაგები:

Advertisement