“ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება”


ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, რადგან ამდენ მოსიყვარულე გულს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მამამ ანზორ მელიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ნიკა მელია გაუძლებს ყველაფერს.
„არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ ნიკა, როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ, თქვენ რომ შეიყვარეთ, რომ ეფერებით, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს ყველას დიდი მადლობა. ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს