“ამ “ფეიკ“ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რომ იქნება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რომლებსაც ატარებენ”


ავტორი
Front News საქართველო
2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას. ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები მსგავსი სიუჟეტის მომზადებაში იღებენ მონაწილეობას.
„წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეურაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს, ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება. დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ. სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკ“ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რათა ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ, რომ იქნება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რომლებსაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს. სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკის“ მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა, ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს