Logo

“ამ საკითხზე გუნდში იყო მსჯელობა, ვფიქრობ, თეა წულუკიანი იქნება საუკეთესო კანდიდატურა”

საზოგადოება
999
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე თეა წულუკიანი საუკეთესო კანდიდატურა იქნება.

„ამ საკითხზე გუნდში იყო მსჯელობა. ვფიქრობ, რომ თეა წულუკიანი იქნება საუკეთესო კანდიდატურა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სამინისტროების მენეჯმენტი მაღალ დონეზე უნდა იყოს და წულუკიანის მინისტრობის შემთხვევაში, სპორტს და კულტურას დიდი ყურადღება მიექცევა.

ალბათ, სპორტისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, რომ ცალკე ერთეულად ყოფილიყო ჩამოყალიბებული, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ კულტურასთან ერთად იქნება. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ბიუროკრატია უფრო შემცირდება, რაც მნიშვნელოვანია ქართული სპორტის განვითარებისთვის, რადგან მყისიერი გადაწყვეტილებებია მისაღები, ბევრი გამოწვევაა სპორტში. ვფიქრობ, რომ მომავალში კულტურას და სპორტს ყურადღება მიექცევა“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა.

თაგები:

Advertisement