Logo

“ამ წნეხის ქვეშ “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია, მაგრამ რა თქმა უნდა, არასაკმარისად”

საზოგადოება
1121
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მყარი პოზიცია აქვს. მისივე განმარტებით, ვადამდელ არჩევნებზე ან პირდაპირ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, ან პლებისციტზე შეჯერდნენ. ბოკერიამ ახსენა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. 

"ამ წნეხის ქვეშ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია, მაგრამ რა თქმა უნდა, არასაკმარისად. სამ პუნქტზე პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი გეგმიდან, რომ შეჯერდა პოზიციები, ეს გასაგებია, მაგრამ არის 2 პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები და პოლიტიკური დევნა შეწყდა, რაზეც საერთოდ არაფერი არ უთქვია და ბუნდოვანი იყო ბატონი თალაკვაძე და ვადამდელი არჩევნები. აქ მან დაუშვა პირველად შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ გაუგებარი, ბუნდოვანი და აბსოლუტურად არალოგიკური ტესტი ახსენა, 40%-ის აღების მმართველი პარტიის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ, ან იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს, იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები და არა 40% 60%-ის წინააღმდეგ"-განაცხადა ბოკერიამ. 

"ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში განიხილავენ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები