
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლელა ქებურია ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს.
მისი განცხადებით, IRI-ის კვლევებმა სწორედ ეს აჩვენა.
"საკანონმდებლო პროცესებში, მთავრობაზე ზედამხედველობისას ოპოზიციის ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, ამას იაზრებს ჩვენი მოსახლეობა. მეტიც, მათ ამ პროცესებში ოპოზიციის მეტი ნდობა გააჩნიათ, ვიდრე ხელისუფლების, მაგრამ ამავე კვლევაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი გამოსავალს ხედავს ვადამდელ არჩევნებში, თან ეს კვლევა არჩევნებიდან ორი თვის თავზეა ჩატარებული. შესაბამისად, აქ ჩვენ გვაქვს სურათი იმისა, თუ რამდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ქვეყანა და ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია სწორი მიმართულებით მიდის და როდესაც მოთხოვნებს აყენებს, სწორედ რომ მოსახლეობის განწყობას ასახავს", – განაცხადა ლელა ქებურიამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს