
ავტორი
Front News საქართველო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, – ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
“აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში“ გადაყვანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 მარტს არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ამბროლაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს