
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი ექსპერტი ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი კლინიკა “ვივა მედში” იმყოფება. დღეს საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს და მის სამედიცინო ისტორიას გაეცნობა.
კლინიკაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძეც.
ცნობილია, რომ რამდენიმე საათში თბილისში ჩამოვა შვეიცარიელი სპეციალისტიც. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში კიდევ სამ უცხოელ ექსპერტს ელოდებიან.
უცხოელი ექსპერტები საქართველოში 3 დღე დარჩებიან. ამ დროის განმავლობაში შეხვედრები იგეგმება, თავად მიხეილ სააკაშვილთან, მისი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, ასევე ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლებთან. შეხვედრების შემდეგ, უცხოელი ექსპერტები საბოლოო დასკვნას მოამზადებენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას და მისი გამოჯანმრთელების გზებს შეეხება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს