Logo

ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს

მსოფლიო
282
Frontnews image description

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

78 წლის რაინერის და მისი 68 წლის მეუღლის ცხედრები 14 დეკემბერს აღმოაჩინეს.

პოლიცია მომხდარს მკვლელობად იძიებს, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

რაინერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“, "პატარძალი პრინცესა“ და სხვა. რაინერი, ამასთან, წარმატებული საპროდიუსერო კომპანიის, Castle Rock Entertainment-ის თანადამფუძნებელიც იყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები