ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის. ეს, კერძოდ, მოიცავს რაკეტებს HIMARS-ისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პაკეტში ასევე შედის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, ნაღმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin.
აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის მხოლოდ აპრილში განახლდა. იარაღის მიწოდების პაუზა რამდენიმე თვე გაგრძელდა იმის გამო, რომ კონგრესში დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით წინააღმდეგობები იყო.
ბოლოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება 11 ივლისს გამოუყო. მისი ღირებულება 225 მილიონი დოლარი იყო.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა