ამირან გამყრელიძე – ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა, ამ ეტაპზე მკაცრი ლოკდაუნი არ იგეგმება.
“ინფიცირების ასეთი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. თუმცა, ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული.
რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, დღეს საავადმყოფოებში არის დაახლოებით 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ დაწოლას. დაძაბულობაა იგივე სასწრაფოების გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში. თუმცა, რესურსი ჯანდაცვის სისტემას საწოლფონდთან დაკავშირებით ჯერ აქვს”- განაცხადა გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე




