Logo

ამირან გამყრელიძე – ამ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყების რეკომენდაციას

Frontnews image description

თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ, სკოლის პერსონალის 80% კი აიცრება, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას დასწრებული სწავლის დაწყების შესახებ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

“დღეს რა მაჩვენებლებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყების რეკომენდაციას. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ, სკოლის პერსონალის 80% კი აიცრება, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას დასწრებული სწავლის დაწყების შესახებ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამ შემთხვევაში დაწყების ვადებს განსაზღვრავს განათლების სამინისტრო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Advertisement