ამირან გამყრელიძე – არის ეჭვი, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს


ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, რაზეც არსებობს ეჭვი, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ – აუქმებს.
“დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული. აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8%-ს შეადგენს. გუშინ, 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა.
მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ, ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ მაგალითად “სინოფარმზე” და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს “ფაიზერზე”. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი “ფაიზერზე”, ძორითადად რეგიონებში, “ასტრაზენეკაზე”- 17 791, “სინოფარმზე”- 79 523, “სინოვაკზე”- 73 749″, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე

ირაკლი კუპრაძე – ნაწილი ადამიანების არის, რომლებიც მანქანაზე ხსნიან “Z“-სტიკერს და შემდეგ რომ გადმოდიან, ისევ აკრავენ თავხედურად

ამირან გულუაშვილი – გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, ნიკა გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი

ამირან გამყრელიძე – თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში