
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული.
მისივე თქმით, არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება.
“თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს“ რამდენიმე ქვე შტამი აქვს. დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი B2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის“ შემდგომ კიდევ „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, კვლევის თანახმად, ბუსტერი სერიოზულად იცავს პირს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან.
“მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით ბუსტერიზაცია, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს