
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის მონაცემებით საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირებული მოსახლეობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედის.
“საკმაოდ წითელ ზონაში ვართ და საკმაოდ მაღლა ვართ. საერთო მონაცემებს თუ ავიღებთ, რამდენია ინფიცირებული 100 ათას მოსახლეზე, 1 მილიონ მოსახლეზე, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამით ვართ სადღაც პირველ ოცეულში. მაგრამ, ბოლო 1 ან ბოლო 2 კვირის მონაცემებს თუ აიღებთ 100 ათას მოსახლეზე, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, სამწუხაროდ, ვართ პირველ სამეულში”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს